Bynocs

ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის) მკურნალობა მოზრდილებში

კვლევების თანახმად, ზარმაცი თვალი გავლენას ახდენს ზრდასრულთა 5%-ზე.

თუ მკურნალობა არ ჩატარდა, შესაძლებელია მხედველობის სამუდამოდ დაკარგვა.

ამბლიოპია (ზარმაცი თვალი) მიმოხილვა

ზარმაცი თვალი, ამბლიოპია, არის მხედველობის დაკარგვის ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება ერთ თვალზე, თუმცა შესაძლოა, გამოვლინდეს ორივე თვალზეც. ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინის მიერ თვალიდან მიღებული გამოსახულება არ არის სულფასოვანი, სათვალეების არასათანადო გამოყენების ან თვალში გამოსახულების ფორმირების სხვა ბარიერის გამო. კვლევების თანახმად, ზარმაცი თვალი ვლინდება ზრდასრულთა 5%-ში. მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა.

რა იწვევს ზარმაც თვალს მოზრდილებში?

ზარმაცი თვალი უმეტესად ვლინდება ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის რეფრაქციული დარღვევები, როგორიცაა ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი. მოზრდილებში ამბლიოპიის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობებია:

ანიზომეტროპია

ამ მდგომარეობაში, თითოეულ თვალს აქვს მხედველობის განსხვავებული სიმახვილე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორ თვალს შორის რეფრაქციული განსხვავება იწვევს ბადურაზე ბუნდოვან გამოსახულებას.

სტრაბიზმი (სიელმე)

სიელმე თვალის კაკლების არასწორ დგომას ნიშნავს. ამ მდგომარეობაში, ერთი თვალი მიმართულია ზემოთ, ქვემოთ, შიგნით ან გარეთ.

დეპრივაცია

 ეს არის ამბლიოპიის ყველაზე მძიმე ფორმა, რომელიც ვითარდება თვალის ოპტიკური სტრუქტურების გამჭვირვალობის დაქვეითების გამო.

რა არის ზარმაცი თვალის სიმპტომები მოზრდილებში?

ზარმაცი თვალის სიმპტომები შემდეგია:
  • ვერ ხედავს შორს მდებარე ობიექტებს
  • მოხეტიალე თვალები
  • ერთი თვალის დაელმება ან დახუჭვა
  • თვალების კოორდინირების პრობლემები
  • თავის იძულებითი მდებარეობა
  • საგნები სიღრმის დაქვეითებული აღქმა
  • პერიფერიული მხედველობის დაკარგვა
  • თვალის სკრინინგ-ტესტებში დაბალი შედეგები

შეიძლება თუ არა ამბლიოპიის გამოსწორება მოზრდილებში?

როდესაც ბავშვს აწუხებს ამბლიოპია, მას უტარდება ჯანმრთლი თვალის ახვევები, რათა ამუშავდეს ზარმაცი თვალი და გაუმჯობესდეს მხედველობა. თუმცა, ყოველთვის ითვლებოდა, რომ ამბლიოპიით დაავადებული ზრდასრული პაციენტები ვერ ინარჩუნებენ ბინოკულარულ მხედველობას, რადგან ახვევა აღარაა ეფექტური გარკვეული ასაკის შემდეგ.

ჩვენ ვთავაზობთ Bynocs მხედველობის თერაპიას ჩვენს ზრდასრულ პაციენტებსაც AmblyGo-ს გამოყენებით.  ზარმაცი თვალის მკურნალობა  ინოვაციური სოფტის საშუალებით, ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ მხედველობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ზარმაცი თვალის მქონე თითოეულ შემთხვევაში.

დიახ, ჩვეულებრივი წამოდგენის საწინააღმდეგოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამბლიოპიის გამოსწორება მოზრდილებშიც შესაძლებელია.

AmblyGo - საუკეთესო ზარმაცი თვალის მკურნალობა მოზრდილებისთვის

Bynocs AmblyGo დაფუძნებულია დიქოპტიკურ მხედველობით თერაპიაზე, რომლის დროსაც ორივე თვალი უყურებს კონტრასტულ გამოსახულებებს, თვალის კოორდინაციის გასაუმჯობესებლად. ამ ციფრული მკურნალობის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ის ავარჯიშებს ტვინს ზარმაცი თვალის ჩახშობილი ინფორმაციის აღქმაში და საბოლოოდ აღწევს დაბალანსებულ ბინოკულარულ (ორმხრივ) მხედველობას. ასე რომ, უმკურნალეთ თქვენს ზარმაც თვალს ამბლიოპიის თერაპიის უახლესი ინოვაციური პროგრამით 3 მარტივ ნაბიჯში:

რეგისტრაცია

დარეგისტრირდით ონლაინ ტესტირებისთვის. ამისათვის თქვენ უნდა შეავსოთ ონლაინ ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. 

დიაგნოსტიკა

თუ აღმოჩნდებით სესაფერისი კანდიდატი, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ დაუკავშირდეთ Bynocs-ის უახლოეს კლინიკას თქვენი თვალების სრულყოფილი შეფასებისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის.

მკურნალობა

გაიარეთ AmblyGo პროგრამის პერსონალური სესიები ოფთალმოლოგთან კლინიკაში ან ონლაინ სახლიდან გაუსვლელად დღეში 30 წუთში, დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში.

როგორ მუშაობს ზარმაცი თვალის მკურნალობა მოზრდილებში

ოფთალმოლოგი აგროვებს სრულყოფილ ისტორიას და აკეთებს თვალის ყოვლისმომცველ გამოკვლევას.

ციფრული სადიაგნოსტიკო გამოკვლევა Bynocs-ის დაპატენტებულ პროგრამის საშუალებით კეთდება თქვენი თვალის მდგომარეობის შესაფასებლად.

თუ შესაძლებელია, ინდივიდუალური მკურნალობის სესიები იგეგმება ოფთალმოლოგის ხელმძღვანელობით.

სათამაშო ინტერფეისისა და შესაბამისი სათვალეების გამოყენებით, Bynocs-ის პროგრამული უზრუნველყოფა ტვინს საშუალებას აძლევს უფრო მკაფიოდ მიიღოს გამოსახულება ზარმაცი თვალიდან. ეს მკურნალობა ფოკუსირებულია ტვინის მხედველობით არეებზე.

მოზრდილებს მოსწონთ სესიები დინამიური სათამაშო ინტერფეისის გამო.
AmblyGo თერაპიის ყოველი სესია გრძელდება 30 წუთი და რეკომენდებულია კვირაში ხუთი დღე მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში.

როგორ მოვემზადოთ სახლის პირობებში ზარმაცი თვალის მკურნალობისთვის

ამ თერაპიის სესიებზე დასასწრებად, თქვენ უბრალოდ უნდა გქონდეთ შემდეგი რამ:

ლეპტოპი ვიდეო ზარებისთვის

სტაბილური ინტერნეტ კავშირი

სპეციალური Bynocs 3D სათვალე

AmblyGo თერაპიის შედეგები

პაციენტებმა აღნიშნეს მხედველობითი სიმპტომების 80%-დან 90%-მდე გაუმჯობესება Bynocs AmblyGo-ს გამოყენების მხოლოდ ექვსი კვირის შემდეგ!

ზოგადად, თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ თავდაპირველ გაუმჯობესებას ათი სესიის შემდეგ, ხოლო 25-30 სესიის შემდეგ, შეგიძლიათ ელოდოთ მხედველობის შესამჩნევ გაუმჯობესებას.

Bynocs მხედველობის თერაპიის ძირითადი უპირატესობები

  • ზარმაცი თვალის გაუმჯობესებული სიმპტომები, როგორიცაა ბუნდოვანი/გაორებული მხედველობა და დაქვეითბული სიღრმის აღქმა
  • გაუმჯობესება სამუშაოს შესრულებაში
  • თვალის დაძაბულობის და თავის ტკივილის შემსუბუქება
  • თვალების გაუმჯობესებული დგომა მსუბუქი სიელმის დროს
  • თითქმის 100% მხედველობის სიმახვილის მიღწევა
  • ამ პროცესს აქვს 90% წარმატების მაჩვენებელი
  • სახალისო და ადვილად შესასრულებელი თერაპია

რატომ ავირჩიოთ Bynocs მოზრდილებში ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის) სამკურნალოდ?

Bynocs-ის საშუალებით ჩვენ ათასობით პაციენტს დავეხმარეთ განთავისუფლებულიყო ამბლიოპიის სიმპტომებისგან. Bynocs არის შესაძლებლობა ზრდასრული ამბლიოპიის მქონე პაციენტებისთვის გააცნობიერონ, რომ ჯერ არ არის გვიანი ბინოკულარული მხედველობის გასაუმჯობესებლად. Bynocs AmblyGo ჩვენი პაციენტების უმეტესობას სთავაზობთ მხედველობის პერსონალიზაციის მაღალ დონეს და უკეთეს შედეგებს. გარდა ამისა, ის ასევე ეხმარება ზრდასრულ პაციენტებს მულტიფოკალური ლინზების იმპლანტაციისა და რეფრაქციული ოპერაციის შემდეგ მხედველობის გაუმჯობესებაში. ასე რომ, ისარგებლეთ ჩვენი უახლესი ინოვაციური ამბლიოპიის თერაპიის პროგრამით, რათა აღადგინოთ კონტროლი თქვენს მხედველობაზე.

ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის) მკურნალობა

ამბლიოპიის თერაპიისთვის თვალის პაჩების ტარება გამაღიზიანებელია ბავშვობაში და უხერხულია ზრდასრულ ასაკში. და ზარმაცი თვალის მკურნალობა გრძელდება თვეების ან წლების განმავლობაში მუდმივი განკურნების გარეშე.

Bynocs პროცესი

5 ნაბიჯი პროცესი